დაკრობილი _ დაკრული, დამაგრებული, მიწებებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ დაკრობა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელია გაშლილი და ზემოთ აღმართული თითებით, მარჯვენა ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები განმეორებადი მოძრაობით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიკვრა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ოდნავ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი მარცხნივ, ქვევით მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.