დაკერებული _ რაც დააკერეს, კერვით რაიმეს შეკეთება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დაკერება“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და მარჯვნივ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.