დაკერება _ კერვით რაიმეს შეკეთება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ და მარჯვნივ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.