დაისი

1

დაისი  _  მზის ჩასვლის დრო, საღამო ხანი, მწუხრი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება და წრეს გამოსახავს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.