დაგესვლა

8

დაგესვლა  _ 1. კბენით გესლის შხამის ჩაშვება, გესლით მოწამვლა,  დაშხამვა;  2. გესლიანი, მწვავე სიტყვის თქმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კბენა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.