დაგემოვნება _ გემოს გასინჯვა, გემოს შეგრძნების უნარი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გემო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოსინჯვა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.