გოგირდი – სუნიანი ქიმიური ნივთიერება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნი“ – მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება ცხვირის წვერს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწამვლა“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდ გაშლილია და მარჯვნივ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მარცხნივ გადაადგილდება თითების მონაცვლეობითი რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.