გაუფუჭებელი

10

გაუფუჭებელი  –  რაც ვერ გაფუჭდება, მწყობრიდან ვერ გამოვა

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაფუჭება“  – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.