განმარტებითი – რაც ხსნის, განსაზღვრავს, გასაგებად, ნათლად გადმოცემს
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ – ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ – მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახსნა“ / „განმარტება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები ფართოდაა გაშლილი; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლექსიკონი“ – მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი წინ და ქვევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
