გამხმარი

6

გამხმარი   გამომშრალი, გამოფიტული პური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პური“   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, მარცხენაზე განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას უკან, სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“    სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იდენტური კონფიგურაციით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.