გამწვანება – 1. მწვანე ფერის მიცემა, მწვანით შემოსვა 2. მცენარეების დარგვა, გაშენება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“/ „მწვანე“ – ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღმოცენება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.