გამოძიება – გამოკვლევა, გამორკვევა. ძიების ჩატარება, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ვითარების შესწავლა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.