გამთბარი – ვინც (რაც) გაათბეს ან გათბა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ – ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.