გამამხნევებელი – იმედის მიმცემი, დამაიმედებელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ ც-კონფიგურაციით: გაშლილი თითები და შუა თითი ქვევითაა ჩაწეული და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.