გამაგრება

9

გამაგრება     გამყარება, გამტკიცება, მაგრად ქცევა, სიმაგრის შემატება

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი“ ზევით მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით ქვევით მოძრაობს და გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელის თითებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.