გათავება – დამთავრება, მორჩენა
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ასევე ქვევითაა მიმართული და ქვემოთ ჩაწეული შუა თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზედაპირს, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ორივე ხელიგული გაშლილი თითებით და მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.