გავრცელება – რამისთვის ასპარეზის გაფართოვება, ცნობადობის გაზრდა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.