გავლილი – გადაადგილებული, გასული. ვინც ან რამაც გაიარა, სვლით ადგილგადანაცვლებული
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია წინ, თითები მიმართულია მარცხნივ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ და გაშლილი თითები მიმართულია მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.