გაბედული

3

გაბედული თამამი, მამაცი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბედვა“ / „გმირი“ ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.