გამქრალი – გაუჩინარებული
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან და სახესთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.