გამჟღავნება – ფირის გამოვლენა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეს წარმოიქმნება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.