გამჟღავნება – გამოაშკარავება, გამოჩენა, გაგებინება, გამხელა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იგივე“ / „მაინც“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული, დაახლოებითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეზღება“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.