გამოუსადეგარი – გამოუყენებელი, მოუხმარი, უსარგებლო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოყენება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.