გამონახვა – რაიმეს გამოძებნა, მიგნება, პოვნა
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძიება“ /„შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგება“ – მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით ასრულებს რკალურ მოძრაობას მარცხნივ და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.