გამოკვრა

10

გამოკვრა –  რამეზე მიკვრა, დამაგრება, სარჩულის გაკეთება შიგნით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ნაჭერი“ – ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „მიკვრა“ –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.