გამაერთიანებელი

2

გააერთიანებელი     შემაერთებელი, გამამთლიანებელი, შემაკავშირებელი; შემამჭიდროებელი, მაერთებელი

 

ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაერთიანება“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით წამოწეული თითებით, ხელები მაჯაში ტრიალდება შიდა მიმართულებით, მომდევნო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა ხელისგულები  სხეულისკენაა მიმართული ქვევით დაშვებული, ერთმანეთთან ახლოს მიტანილი საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და წრე აისახება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.