გაბერილი

5

გაბერილი –  გავსებული ისე, რომ მოცულობა გაზრდილი ჰქონდეს

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბერვა“  –  ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით,  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.