დაფინანსება _ თანხით უზრუნველყოფა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფინანსები“ _ მუშტად შეკრული თითებით და მოხრილი საჩვენებელი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბანკი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს ერთად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.