გაწითლებული – სახეალეწილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“ – სახისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ – სახის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.