გაქრობა – 1. გაუჩინარება 2. წვის შეწყვეტა, დავსება, დაშრეტა, ჩაქრობა, დაქრობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ნიკაპთანაა მიტანილი, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.