აჯიკა _ დაფქული წიწაკა სხვადასხვა სანელებლით შემზადებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი
„მწარე“ _ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საწებელი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და სხეულისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.