გამოცხადება

033

გამოცხადება   ინფორმაციის, ცნობის ან ამბის გამოქვეყნება, საჯაროდ გამოტანა, გამომზეურება (ზოგადად)

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.