აყირავება

25

აყირავება _  ყირაზე დაყენება, ამოტრიალება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობის მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელი ზევით განთავსდება, ხოლო ზემოთ მყოფი მარცხენა ხელი ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.