წყევლა _ კრულვა, შეჩვენება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სატანა“ _ მარჯვნივ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში გაშლილი თითები ფალანგებში იხრება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.