აღთქმა _ დაპირება‚ სიტყვის‚ პირობის მიცემა, დანაპირები
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; მომდევნო ფაზაში ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.