წაღმა-უკუღმა _ წაღმა და უკუღმა, წინ და უკან
ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს და მაჯაში ტრიალებს, იმავე კონფიგურაციით მარჯვნივ მიმართულია ხელისგული და ხელი ისევ ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში ხელი ისევ უბრუნდება პირვანდელ პოზიციას: ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.