წარღვნა _ წყალდიდობა, რომელმაც მთელი დედამიწა დაფარა წყლით
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტალღა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება ტალღური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.