წარმოთქმა

11

წარმოთქმა   _  ხმამაღლა თქმა, გამოთქმა, სამეტყველო ბგერის წარმოება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარმოთქმა“ _ ხელისგული მიმართულია წინ, ცერი განმეორებითი მოძრაობით ეხება გაშლილი და წინ მიმართული შუა და  საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, წრიულად ოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.