წარმავალი _ წ ა მ ა ვ ა ლ ი, რაც წავა, რასაც დრო გაანადგურებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გასვლა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.