ძუა

8

ძუა  _ ცხენის კუდის და ფაფრის თმა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები მარცხენა საჩვენებელი თითის გარდიგარდმოა განთავსებული, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ცხენის) კუდი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.