ძნელი _ გასაძლებად ან გასაკეთებლად სამძიმო, მძიმე, რთული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძლივს“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მაჯაში მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მძიმე“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.