აქცია – ფასიანი ქაღლდი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და ზედ ადევს იმავე კონფიგურაციით ზევით მიმართულ მარცხენას, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითებით გამოსახულია ღია წრეები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.