ჩინებული _ შესანიშნავი, დიდებული, საუცხოო
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
