აფთარი

73

აფთარი     ჰიენა, კატისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი‚ იკვებება უმთავრესად მძორით

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და მომდევნო ფაზაში თითები იშლება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზოლი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება განსვლითი მოძრაობა სხეულზე შეხებით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი,  წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.