ატესტაცია

60

ატესტაცია    ვისიმე ცოდნის დონის, პროფესიული კვალიფიკაციის განსაზღვრა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.