ფრანგი _ ფრანგი ეროვნების ადამიანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საფრანგეთი“ _ სხეულისკენ და ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით ხელი ეხება მკერდს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.