ფოსტა _ დაწესებულება, რომელიც აწარმოებს კორესპონდენციებისა და ამანათების გაგზავნ-გამოგზავნას დანიშნულების ადგილას, ადრესატისათვის გზავნილებათა ჩაბარებას
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.