ფოთოლი _ მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, ღეროზე ყუნწით ან უყუნწოდ მიმაგრებული
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელის ცერით და საჩვენებლი თითით იკვრება წრე და თითები ეხება იმავე კონფიგურაციის მარცხენა ხელის თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებლი თითები მოხრილია, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.