ფასეული

2

ფასეული  _  რასაც ფასი აქვს, საყურადღებო, მნიშვნელოვანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღირებულება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირფასი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.