ფასდაკლება

1

ფასდაკლება  _  ფასის დაკლება, დაწევა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკლება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილია ერთმანეთისკენ მიმართული თითები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღირებულება“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.